25 აპრილი 2024,   02:07
ვრცლად
აქცია "რუსთავი 2"-თან - შეკრებილები საერთო მოთხოვნებზე ვერ თანხმდებიან

ამ წუთებში "რუსთავი 2"-ის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი სპონტანურად შეიკრიბნენ, შესაბამისად, მათ ჩამოყალიბებული მოთხოვნები არ აქვთ. ისინი ერთმანეთისგან განსხვავებულ მოთხოვნებს აჟღერებენ - ერთი ნაწილი ითხოვს, რომ გიორგი გაბუნიამ დატოვოს "რუსთავი 2," მეორე ნაწილი კი მთლიანად არხის დახურვას მოითხოვს. ასევე გაიჟღერა განცხადებამ, რომ გაბუნიამ არა მარტო "რუსთავი 2," არამედ საქართველოც დატოვოს. 

"რუსთავი 2"-ის შენობასთან მოსულმა აქციის რამდენიმე მონაწილემ, ეზოში კვერცხები ისროლა. ცოტა ხნის წინ იყო შეძახილები და მოწოდებები - "შევიდეთ "რუსთავი 2-ში." 

როგორც ჩანს აქციის მონაწილეებისთვის არ არის ცნობილი იმ განცხადების შესახებ, რომელიც "რუსთავი 2"-მა გააკეთა. განცხადებაში ნათქვამია, რომ გიორგი გაბუნიას განცხადება არხის პოზიციას არ გამოხატავს. 

დღის ამბები