მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სამედიცინო შოუ "რუსთავი 2"-ზე ახალი გუნდით დაბრუნდა!
CBS-ის ლიცენზირებული ტელეპროექტის წამყვანები არიან: ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ლევან რატიანი, კარდიოქირურგი ლევან ქარაზანიშვილი, ქირურგი-ოფთალმოლოგი რეზო ომიაძე, ორთოპედ-ტრავმატოლოგი გიორგი ლორია და ყველასათვის საყვარელი ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია.
უახლოესი ინფორმაცია და სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობის შესახებ მაყურებელს მიეწოდება გასაგები, საინტერესო და სახალისო ფორმით. გადაცემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია "მითი თუ რეალობა", სადაც ჩვენი ექიმები გვაცნობენ, თუ რა არის სინამდვილეში მავნე და სასარგებლო ჯანმრთელობისათვის. ტოქშოუ "ექიმებში" მაქსიმალურად არის ჩართული აუდიტორია.
მაყურებლები, რომლებიც ტელევიზიით თუ სოციალური მედიის საშუალებით გვადევნებენ თვალს. შეძლებენ კითხვები დაუსვან ჩვენს ექიმებს და მიიღონ კომპეტენტური პასუხები მათთვის გასაგები მარტივი ენით.
ყოველ შაბათ-კვირას, 12:30 საათზე.