03 ივლისი 2022,   22:27
ვრცლად
ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი და გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომ საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი - პრემიერი ბრალდებებს პასუხობს 

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეხმაურება.

მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანაში ანაკლიის პორტის პროექტი განხორციელდეს. მისი თქმით, ხელისუფლება გადადგამს ყველა ნაბიჯს, რათა საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტი აშენდეს.  

„ჩვენ შევძელით, რომ ანაკლიის პროექტი დაფიქსირებულია პრიორიტეტულ სიაში, ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის. და ფინანსისტებთან მაქვს შეკითხვა, რომლებიც თავის თავის ექსპერტებად მოიხსენიებენ, როგორც თქვენ მითხარით. ამის შემდეგ, ნუთუ ვინმეს შეიძლება ჰქონდეს კითხვის ნიშანი იმაზე, რომ სახელმწიფომ გააკეთა თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი აშენებულიყო. დიახ, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი და უფრო მეტიც, ჩვენ გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომელიც იქნება აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი და საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

შეგახსენებთ, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” სამეთვალყურეო საბჭოში მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უცხოელები ანაცვლებენ. ხაზარაძე-ჯაფარიძემ საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის პოსტებიდან გადადგომის გადაწყვეტილება თავად მიიღეს. თავმჯდომარის მოვალეობას საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, მაიკლ ქაუგილი შეასრულებს.

საერთაშორისო იურიდიული ფირმის, „Dentons“-ის უფროსი მრჩეველი თედ ჯონასი და „Concorde Capital“-ის პრეზიდენტი ჟან-პატრიკ ვუაზა საბჭოს რიგითი წევრები იქნებიან.

დღის ამბები