15 ოქტომბერი 2024,   22:00
ვრცლად
სამყაროს აღქმა ყვითელი ფოთლებით - გია ყანჩელის ლეგენდარული მელოდია და ჩიკატაის სათამაშოები

სამყაროს აღქმა "ყვითელი ფოთლებით" - გია ყანჩელის ლეგენდარული მელოდია და ჩიკატაის სათამაშოები.

ჩიკატაის სათამაშოები დღეს 14 ქვეყანაში იყიდება და უკვე 900 ბავშვის მეგობარია. გია ყანჩელმა ქართული სათამაშოს შემქმნელებს უსასყიდლოდ და უპირობოდ მისცა მელოდიის გამოყენების უფლება, კუსტარულად დამზადებული პირველი ნიმუშის - ნაჭრის სპილოს სანაცვლოდ.

ლეგენდარულმა კომპოზიტორმა 84 წლის ასაკში, სამყაროს უდიდესი შემოქმედებითი მემკვიდრეობა დაუტოვა. ორკესტრული, კამერული და საგუნდო საოპერო ნამუშევრები, თეატრის მუსიკა და 50-მდე კინოფილმისთვის დაწერილი მელოდია. არ არსებობს და თითქმის ვერ იპოვით ადამიანს, რომელსაც ყანჩელის მუსიკის პირველივე ნოტის აღებისას უდიდესი ადამიანური სევდა არ დაეუფლება.

თავად კომპოზიტორი კი თავს ბედნიერ ადამიანად მიიჩნევდა. ხშირად ამაზე ხუმრობდა კიდეც და მედიის დაჟინებულ კითხვას, თუ რატომ ქმნიდა ასეთ ტრაგიკულ მუსიკას, ასე პასუხობდა - "თქვენ გინდათ, რომ ვიყო ტრაგიკული და დავწერო მხიარული მუსიკა? მე არა".

გია ყანჩელს ხვალ დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. მანამდე კი მისი მელოდიები ჰააგის მთავარ სამრეკლოში, სამყაროს უდიდესი კომპოზიტორის გარდაცვალების ნიშნად გააჟღერეს.

 

დღის ამბები