06 ოქტომბერი 2024,   09:02
ვრცლად
ბათუმში აჭარის ტელევიზიასთან ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქცია იმართება

ბათუმში აჭარის ტელევიზიასთან აქცია მიმდინარეობს. აქცია კამპანია "სირცხვილიას" ფარგლებში იმართება.

აქტივისტები ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის საფრთხე არსებობს. აქტივისტები ითხოვენ, დირექტორი მოქმედმა ბორდმა აირჩიოს.

მოსალოდნელ საფრთხეებზე, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა რამდენიმე დღის წინ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს, მათ დიპლომატიურ მისიებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართეს თხოვნით, დაინტერესდნენ ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებით.

ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ აჭარის დირექტორის თანამდებობა ვაკანტურია. კონკურსი სამჯერ გამოცხადდა, თუმცა გუნდმა დირექტორი ვერ აირჩია. მეოთხე კონკურსი კი ბათუმის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა, რადგან ტელევიზიის ბორდს ერთ-ერთმა კონკურსანტმა, გიორგი კოხრეიძემ, უჩივლა.

აჭაწრის ტელევიზიის ბორდი 5 წევრისგან არის დაკომპლექტებული. მათგან ოთხს უფლებამოსილების ვადა ერთ თვეში ეწურება.

დღის ამბები