23 ივლისი 2024,   05:59
ვრცლად
ბრაზილიაში ერთ-ერთი უნიკალური ნაკრძალი იწვის

ბრაზილიაში, პანტალის ნაკრძალში ძლიერი ხანძარია. ბიომრავალფეროვნებით გამორჩეულ ნაკრძალში ცეცხლმა 50 ათასი ჰექტარი ტერიტორია გადაწვა.

ადგილობრივმა მთავრობამ მდგომარეობა კრიტიკულად შეაფასა. მაშველების გარდა ცეცხლის სალიკვიდაციო პროცესში ვერტმფრენები არიან ჩართული.

ძლიერი დაკვამლიანების გამო რეგიონში ხილვადობა გართულებულია, მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო ვერ ახერხებენ.

დღის ამბები