18 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
ანა სუბელიანი - "მიზანმიმართულად მესროლეს დიდი ქვა ან მსგავსი მძიმე საგანი"

სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში  პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ სროლის შედეგად სრულიად შემთხვევით გადარჩა მისი თვალი.

"სასწრაფოს მანქანაში ვარ კინოთეატრ ამირანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩემთან ერთადაა ჰომოფობიური აქციის რამდენიმე წარმომადგენელი და ვისმენ ექიმის შეგონებებს იმაზე, რომ ეს ფილმი არის პროვოკაცია თურმე. სრულიად შემთხვევით გადამირჩა თვალი. მე და ჩემ მეგობრებს გაჭრილად გვაგინებდნენ და გვემუქრებოდნენ და პოლიციამ არაფერი გააკეთა მათ შესაჩერებლად. მიზანმიმართულად მესროლეს დიდი ქვა ან მსგავსი მძიმე საგანი," - წერს ანა სუბელიანი.

შეგახსენებთ,  კინოთეატრ "ამირანთან" სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა. ანა სუბელიანი ტერიტორიიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გაიყვანეს.

"კურიერის" კამერამ დააფიქსირა კადრები, სადაც ანა სუბელიანი აქციაზე დაშავდა. მას  თავის არეში აქვს დაზიანებები და  სასწრაფო დახმარების მანქანაში სვამენ.

დღის ამბები