"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე კინოთეატრ "ამირანთან" მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
"ჩვენ გვაქვს წლობით დაგროვილი გამოცდილება, როცა მსგავსი ჯგუფები ახდენენ ძალადობას, ამიტომ სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება უნდა იყოს ადეკვატური. თუ სახეზე იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, მოხდეს დროული დაკავება და ადამიანების განრიდება. თუკი სახეზე იქნება დანაშაული, ამასაც მოჰყვეს სათანადო რეაგირება. ამავდროულად, თუ აქცია მასობრივად მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, როგორც ეს კანონით გათვალისწინებულია, მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, აქციის შეწყვეტის შესახებ", - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.