კინოთეატრ "ამირანთან" აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი სანდრო ბრეგაძე აქციის მონაწილეების მხრიდან პიროტექნიკის გამოყენებას უარყოფს.
ბრეგაძეს სჯერა, რომ ეს დანაშაული პროვოკატორებმა ჩაიდინეს და სამართალდამცავებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
"ჩვენ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტით მთელ მსოფლიოს ვანახეთ, რომ ქართველი ერი არ შეეგუება ჰომოსექსუალობის პროპაგანდას. რაც შეეხება პიროტექნიკის გამოყენებას, ჩვენი ღრმა რწმენით, პროვოკატორების მიერ არის გაკეთებული. სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებ, რომ გააკეთონ ამაზე რეაგირება.
ჩვენ, ფაქტობრივად ჩვენება ჩავშალეთ, იმიტომ, რომ ნახევრად ცარიელ დარბაზში ჩატარდა. სახლში და იმაში ვინც რა უნდა ის გააკეთოს," - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.