მაყურებლებმა, რომლებიც 20:00 საათიან ჩვენებას ესწრებოდნენ, კინოთეატრის შენობა დატოვეს.
მოქალაქეები პირველი შთაბეჭდილებებს გამოხატავენ და მიიჩნევენ, რომ საპროტესტო აქ ნამდვილად არაფერი ყოფილა. ერთ-ერთი მაყურებლის შეფასებით, ფილმი "ოსკარსაც“ იმსახურებს.
"ვერც კი ვხვდები, რის გამო დგას ის ხალხი იქ. ვიღაცა სულელებმა მოატყუეს“ - ამბობს გიგა მაქარაშვილი, რომელიც ფილმის პრემიერას ესწრებოდა.
კინოთეატრებში ფილმის მეორე სეანსის დროსაც, ადგილზე უსაფრთხოების ზომები კვლავ გამკაცრებულია, მოქალაქეები შენობაში სპეციალური შემოწმების შემდეგ შეუშვეს.