16 ოქტომბერი 2024,   00:02
ვრცლად
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო პლატფორმა "სირცხვილია"-სა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია განახლდა.

აქციაზე იმყოფებიან, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მთავარი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას სამ ძირითად მოთხოვნას უყენებენ, ესენია: შეიქმნას დროებითი მთავრობა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით და შეიცვალოს დღეს მოქმედი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა.

დღის ამბები