18 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა", ხაზარაძის, ჩიხრაძის და უსუფაშვილის გაერთიანებას პოლიტიკურ კონკურენტად არ მიიჩნევს  

მოძრაობა "ლელოს“, "შენების მოძრაობის“ და "ახალი მემარჯვენეების“ ახალი პოლიტიკურ პლატფორმის შექმნას  უკვე გამოეხმაურნენ პოლიტიკოსები.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე აღნიშნავს, რომ გაერთიანება მათი კონსტიტუციური და პოლიტიკური უფლებაა.

"რა გაერთიანებასაც უნდა იმ გაერთიანებას გააკეთებენ. ეს, მათი კონსტიტუციური და პოლიტიკური უფლებაა. ჩვენთვის ამით არაფერი არ იცვლება. რამდენი გუნდიც არ უნდა ღებულობდეს მონაწილეობას, გაერთიანებული ოპოზიცია და მისი შემადგენელი ნაწილი,"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს. " - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი გიგი უგულავა ამბობს, რომ ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია თავის ამომრჩეველთან თვითონ გააგრძელებს თანამშრომლობას.

"წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით, კარგია თუ პროდასავლური ოპოზიციური პარტიები უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ," აღნიშნა გიგი უგულავამ.

დღის ამბები