26 აპრილი 2024,   21:46
ვრცლად
მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი იაპონელი კეინ ტანაკაა. ის დღეს 117 წლის გახდა.

დაბადების დღე ტანაკამ იაპონიის სამხრეთით მოხუცთა თავშესაფარში იზეიმა. დღეობას მისი ოჯახის წევრები, თავშესაფრის მაცხოვრებლები და პერსონალი დაესწრნენ.

ტანაკამ სადღესასწაულო ტორტიც დააგემოვნა. იაპონელი ქალბატონი გინესის რეკორდების წიგნშია შეყვანილი

დღის ამბები