ოპოზიცია ეგრეთწოდებული შავი სიის ნაწილს სავარაუდოდ დღეს გაასაჯაროვებს. ამ წუთებში პარტიების ლიდერები წლის პირველ კონსულტაციებს "ლეიბორისტების" ოფისში მართავენ.
მთავარი თემა სწორედ სიის შედგენაა, რომელშიც, როგორ ოპოზიცია ამბობს, შეიყვანს ყველა იმ პირს, რომელთა გვარებიც პოლიტიკური ანგარიშსწორების საქმეებში ფიგურირებს.
"ეს შეეხება, ძირითადად, საშუალო და ქვედა რგოლებს, შემსრულებლებს, პროკურორებს, მოსამართლეებს და პოლიციელებს, ამ სამი კატეგორიის ადამიანები იქნებიან სიაში. შემდგომ ეს სია გადაეცემათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომ მათ მიიღონ კონკრეტული სანქციები, იქნება ეს ფინანსური, თუ გადაადგილების შეზღუდვა,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა.
"ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი კახა კოჟორიძე კი ამბობს, რომ "შავი სიის" შედგენას რამდენიმე მიზეზი აქვს - მიაწოდონ ინფორმაცია პარტნიორებს, ქართულ საზოგადოებას.
"კიდევ ერთი მიზანი ის არის, რომ როდესაც "ქართილი ოცნება" დამარცხდება და ხელისუფლება შიცვლება, ის ადამიანები, რომლებიც სიაში იქნებიან, მინიმუმ დატოვებენ თანამდებობებს და ზოგიერთ მთგანს, შესაძლოა, მოუწიოს საპატიმრო დაწესებულებაში წასვლაც,"- აცხადებს კოჟორიძე.