26 სექტემბერი 2020,   21:15
ვრცლად
კონსორციუმმა პრაქტიკულად სახელმწიფო გადააგდო - ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა სახლემწიფო გადააგდო.

"კონსორციუმმა პრაქტიკულად სახელმწიფო გადააგდო. საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა სახელმწიფომ  და საქმის ნაცვლად პრაქტიკულად ანაკლიის სანაპიროზე ლელოს პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია შემოგვთავაზეს. ეს არის რეალობა და ამ რეალობისთვის თვალის გასწორება გაცილებით უფრო ძნელია, ვიდრე პოლიტიკური პარტიის ქოლგის ქვეშ ამოფარება," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, მთავრობა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულებას წყვეტს. 

 

დღის ამბები