18 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
აზარტული თამაშების წინააღმდეგ პეტიციას უკვე 10 000 ხელმომწერი ჰყავს

აზარტული თამაშების წინააღმდეგ ინიციატივამ, სამთავრობო პეტიციების პორტალზე, მცირე პერიოდში 10 000 ხელმოწერა შეაგროვა. ინიციატივის ავტორი კამპანიის "გავერთიანდეთ და ავიმაღლოთ ხმა აზარტული თამაშების წინააღმდეგ" ხელმძღვანელი ანა დოლიძეა.

მისი განმარტებით, ხელმოწერების საფუძველზე მოდერატორს საკითხის განსახილველად პეტიციის განმხილველი კომისიის სხდომა უნდა ჩაენიშნა.

ინფორმაციის მისაღებად ანა დოლიძემ სახელმწიფო მთავრობის ადმინისტრაციას ოფიციალური წერილით მიმართა.

"ხელისუფლების მხრიდან სადღეგრძელოების დონეზე არის საუბარი აზარტული თამაშების რეკლამასთან მიმართებაში. თუმცა ქმედითი ნაბიჯები დღესდღეობით ჩვენ არ გვინახავს. ეს იმ ფონზე, როდესაც უამრავი ადამიანის ჯანმრთელობა და მომავალი ეწირება ამ დაავადებას. ჩვენ დღეს მოვედით იმისათვის, რომ რეალურად დავსვათ კითხვა - აპირებს თუ არა 10 000 ადამიანის მოთხოვნაზე საქართველოს მთავრობა პასუხის გაცემას," - განაცხადა ანა დოლიძემ.

დღის ამბები