თელავში ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.
მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა.
შედეგად ავტომობილში მჯდომი 5 ადამიანი დაშავდა. ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.