03 მაისი 2024,   10:17
ვრცლად
ჩაიკეტება თუ არა გარდაბანი - რამდენიმე სოფელში დღეიდან გაფართოებული ტესტირება იწყება

გარდაბნის რამდენიმე სოფელში დღეიდან გაფართოებული ტესტირება იწყება. სპეციალისტების ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების კუთხით, ქვემო ქართლში კვლავ საყურადღებო მდგომარეობაა, რის გამოც მოსალხეობის ტესტირების გადაწყვეტილება მიიღეს. 

შედეგებიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული გარდაბანი კვლავ ჩაიკეტოს.

შეგახსენებთ, ბოლო 20 შემთხვევა გარდაბანში დადასტურდა. რაც შეეხება საქართველოში ზოგადად არსებულ ვითარებას - ქვეყანაში ინფიცირების ახალი შემთხვევების უმეტესობა ამ დრომდე იმპორტირებული რჩება.

დღის ამბები