03 მაისი 2024,   02:42
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს. თეთრიწყაროს ტყეში, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ ნაპოვნი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური ვერსია ჯერ კიდევ არ არსებობს.

განცხადება არ გაუკეთებია საგამოძიებო უწყებას, ოჯახი კი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

ბაჩალიაშვილები მომხდარს თამარის საქმიანობას უკავშირებენ და საქმის საფუძვლიან გამოძიებას ითხოვენ.

რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩართეს. 

დღის ამბები