18 ნოემბერი 2024,   23:39
ვრცლად
სროლის დროს ლერი სულაბერიძე მანქანაში მარტო იმყოფებოდა - მას ამ წუთებში პოლიციაში კითხავენ

წყენითის გზაზე, კაკლებთან მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ვერსიებზე ამ დრომდე არავინ საუბრობს. "კურიერმა" ვაკის პოლიციაში ლერი სულაბერიძის დაკითხვა გადაიღო.

თავდასხმის დროს, "ვერის საძმოს" ყოფილი წევრი ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, ინციდენტის შედეგად ლერი სულაბერიძე არ დაშავებულა. 

რაც შეეხება ლერი სულაბერიძის საქმიანობას, ის "ვერის საძმოს" ყოფილია წევრია და ასევე, ხელმძღვანელობდა თბილისის დინამოს და მერაბ ჟორდანიას პრეზიდენტებობის პერიოდში, ლერი სულაბერიძე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

"კურიერის" ინფორმაციით, მის მანქანას დღეს დამიზნებით ესროლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებულ თავდასხმაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებასა და მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები