18 დეკემბერი 2024,   20:35
ვრცლად
"ლელო საქართველოს" რაიონული ორგანიზაციის წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ, პარტიის წევრები მომხდარის გამოძიებას ითხოვენ

დიღმის მასივში "ლელო საქართველოს" რაიონული ორგანიზაციის წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"ლელოს" ინფორმაციით, გიორგი გლუნჩაძეს სამი პირი თავს დაესხა. პარტია მომხდარს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

დაშავებული ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. განცხადება გააკეთა ჯაბა სამუშიამ, რომელიც მომხდარის გამოძიებას ითხოვს და აცხადებს, რომ მსგავსი ქმედების გამო არასოდეს არავინ დასჯილა და საჭიროა დროული რეაგირება.

დღის ამბები