22 დეკემბერი 2024,   22:29
ვრცლად
სააკაშვილს ციხეში ექნება საუკეთესო კვება - თეა წულუკიანი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ თუ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მისი დაკავება საზღვარზე მოხდება. 

თეა წულუკიანის განცხადებით, ექსპრეზიდენტი "ვერც ციხიდან და ვერც ციხის გარედან საქართველოში ვერავითარ არეულობას ვერ გამოიწვევს".

"ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც (მე ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ) დღეს პეიზაჟზე არის ყველაზე ძლიერი და უნარიანი, ეს კოვიდმაც აჩვენა ბევრ სხვა კონტექსტთან ერთად, აქედან გამომდინარე სააკაშვილი თუ ჩამოვა, სამართლებრივად საზღვარზე ხდება მისი დაკავება სტატუსიდან გამომდინარე და შემდეგ მოიხდის სასჯელს. ის ვერც ციხიდან და ვერც ციხის გარედან საქართველოში ვერავითარ არეულობას ვერ გამოიწვევს," - განაცხადა თეა წულუკიანმა "ღამის კურიერში" სტუმრობისას.

კითხვაზე ციხეში სააკაშვილი პოლიტიკურად კომფორტული იქნება "ქართული ოცნებისთვის"?! წულუკიანი პასუხობს, რომ მისთვის ყველა პატიმარი თანაბარია.

"დღევანდელი ციხე იმართება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, მას ექნება საუკეთესო კვება. ნოემბერში აიკრძალა გაყინული ხორციც კი და ნედლი ხორცით ვკვებავთ ჩვენ პატიმრებს და სეზონური ხილით და რამდენიმე ტიპის მენიუ შევიმუშავეთ.

კარგი კვება არის პატიმრისთვის პოლიტიკური საკითხი და კარგად რომ მოექცე. როდესაც მათი დაღლილი პოლიტიკოსები შედიან ციხეში და შემდეგ იქიდან გამოდიან ხოლმე ნაკვებნი და მოსუქებულები, ეს პოლიტიკური საკითხია.

მე არ მიგრძვნია ორი წელი, რაც პენიტენციურ სისტემაზე კოორდინაციას ვახორციელებდი არ მიგრძვნია არანაირი დისკომფორტი, ამას ვამბობ გულწრფელად, ჩვენთვის ყველა პატიმარი ერთი და იგივეა.

მე მაინტერესებს ის, რომ პატიმარი, იქნება ეს უგულავა ყოფილი პატიმარი, თუ მომავალი სააკაშვილი, მისი უფლებები იყოს დაცული და ვერავითარი საერთაშორისო შეფასებები ვერ შეგვიქმნის დისკომფორტს. ვინც ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინა დანაშაული, ქართულმა სასამართლომ მიუსაჯა სასჯელი, ეს საქმე ვერ იქნება ვერც გასარჩევი, რომელიმე უცხოელის მიერ," - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

დღის ამბები