საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, შეშფოთებას გამოთქვამს იმ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყენაში წინასაარჩევნოდ ხდება.
"ძალიან გულდასაწყვეტია იმ ინციდენტების შესახებ ინფორმაცია, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მთელს საქართველოში ხდება. მადლობელი ვარ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც აკონტროლებენ იმას, რომ მსგავსი ფაქტები ყურადღების გარეშე არ დარჩეს. მსურს მოვუწოდო ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, გაუგზავნონ მკვეთრი გზავნილები თავიანთ მხარდამჭერებს, რომ ძალადობა არც ერთი არჩევნების დროს არ არის მისაღები.
ეს არ არის დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გზა. ისევე, როგორც მიუღებელია დაშინების ფაქტები. ასეთი ინციდენტები საქართველოს რეპუტაციას ლახავს. ვინც გინდა იყოს ამ ძალადობის უკან, ყველამ, ყველა პარტიის ლიდერმა უნდა გაუგზავნოს ნათელი მესიჯი თავიანთ მხარდამჭერებს, რომ ძალადობა მიუღებელი და შეუწყნარებელია,"- განაცხადა კელი დეგნანმა.