21 ნოემბერი 2024,   21:52
ვრცლად
შემოიტანოს, ითხოვოს და ნახავს... - მისცემს თუ არა ზურაბიშვილი სააკაშვილს მოქალაქეობას

მისცემს თუ არა საქართველოს მოქალაქეობას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს -  "ღამის კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ჯერ მიმართოს სააკაშვილმა მოქალაქეობის მოთხოვნით და შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

"ჯერ ერთი, რომელ სამშობლოში ბრუნდება, ეს არის მისი სამშობლო?! თვითონ არ ვიცი, უკრაინასაც ეძახის სამშობლოს. ასე რომ, ჯერ ალბათ უნდა ამოირჩიოს და შემდეგ შემოიტანოს, ითხოვოს და ნახავს... მე რატომ წინასწარ, ჰიპოთეთიკურ კითხვებზე არ ვპასუხობ, არ აქვს შემოტანილი და არც არანაირად არ ჩანს, რომ ამას აპირებდეს. მე მგონი, უფრო სპეკულირებს, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილება არის, რაც იქნება შედეგი, ვნახოთ," - აღნიშნა პრეზიდენტმა.

დღის ამბები