19 დეკემბერი 2024,   19:46
ვრცლად
სასულიერო პირის ჩვენება მძიმე ბრალდების საქმეში - რა დეტალები იცის არქიმანდრიტმა კირიონმა დავით გარეჯის სადაო თემის შესახებ

აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის მოთხოვნით დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები სააპელაციო სასამართლოს ხვალ მიმართავენ. ივერი მელაშვილის ადვოკატმა დღეს საბოლოო პოზიცია დააზუსტა და მისი დაცვის ქვეშ მყოფს მატროსოვის ციხეში შეხვდა. ედუარდ მარიკაშვილის თქმით, დაახლოებით 7 ტომიან საქმეში ერთ-ერთი მთავარი ჩვენება არქიმანდრიტ კირიონს ეკუთვნის. თუმცა იმას, რაზეც სასულიერო პირი საუბრობს, მელაშვილი არ ადასტურებს.

ივერი მელაშვილის მსგავსად, სასამართლოს განჩინება ჩაბარდა ასევე ნატალია ილიჩოვას ადვოკატსაც. ილიჩოვას დაცვის მხარეც კანონით გათვალისწინებულ ვადებში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ადვოკატის თქმით, მოსამართლე დავით კურტანიძემ ორივე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ზომა გამოიყენა.

გამოძიების შედეგების და ისტორიული სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშია საპატრიარქო. სასულიერო პირებს გადაჭრით უჭირთ საუბარი, მიუძღვით თუ არა ბრალი დაკავებულებს გარეჯის საქმეში, თუმცა გამოძიების დაწყებას არჩევნებს არ უკავშირებენ.

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საქართველო-აზერბაიჯანს შორის სადავო ტერიტორია ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მონიშნეს, რამაც, დაახლოებით, 3 500 ჰექტარი მიწის ფართის დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენა.

დღის ამბები