26 დეკემბერი 2024,   08:58
ვრცლად
ამირან გამყრელიძე მრევლს მოუწოდებს ტაძრებში პირბადით მივიდნენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ტაძარში მისვლისას პირბადე გამოიყენონ.

გამყრელიძის ინფორმაციით, ტაძარში ინფექციის გავრცელების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

"ყოველთვის ვარ რაღაც ბალანსის მომხრე, სავალდებულო იმას ნიშნავს, რომ გარეთაც ადამიანი უნდა დააჯარიმო, ამას აკეთებს ზოგიერთი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, გარეთ ადამიანს ვერ დავაჯარიმებთ, მხოლოდ მოვუწოდებთ, ანუ შოლტის პრინციპი არ უნდა მუშაობდეს ყოველთვის, თვითშეგნებაა ჩვენი და როცა გეუბნებით, რომ გვაქვს ზრდა და ამ ეტაპზე ამ ზრდის შემცირება შეუძლია პირბადეს, მოდი, გამოვიყენოთ ყველამ პირბადე.

დღეს დიდი დღესასწაულია სვეტიცხოვლობა, ადამიანებს ვინც დღეს ტაძრებში მიდიან, მოვუწოდებ, რომ პირბადით შევიდნენ ტაძრებში და იყვნენ ტაძარში პირბადით. უნდა იყოს დაცული დისტანცია. არ დავასახელებ, თუმცა, იცით რომ ჩვენ უკვე გვაქვს შემთხვევები რამოდენიმე ტაძარში ინფექციის გავრცელების," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები