
ზუგდიდის ცენტრში,"საქართველოს ბანკის" ფილიალში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, "კურიერის" ინფორმაციით, 2 შეიარაღებული პირია შეჭრილი. მათ რამდენჯერმე გაისროლეს.
როგორც ცნობილია, დამნაშავეებმა მძევლებს მუხლებზე დადგომა მოსთხოვეს, ამის შემდეგ კი, ხანდაზმულებს მისცეს საშუალება, შენობა დაეტოვებინათ.
როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, ერთ-ერთმა თანამშრომელმა მოახერხა, განგაშის ღილაკისთვის დაეჭირა თითი, რის შემდეგაც მოხდა ადგილზე პოლიციის მობილიზება.
შენობაში მძევლად არიან როგორც ბანკის თანამშრომლები, ასევე - კლიენტები. მათმა ნაწილმა მოახერხა შენობის სახურავიდან, სახანძრო კიბით დატოვება.