ბათუმის 13 საჯარო სკოლა მზის ელექტროსადგურებით აღიჭურვება. აღნიშნული პროექტი სკოლებში ელექტროენერგიის გადასახადის შემცირებას შეუწყობს ხელს.
მზის ელექტროსადგურები უკვე დამონტაჟდა ორ საჯარო სკოლაში. ერთ-ერთ ასეთ საგანმანათლებლო დაწესებულებას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესტუმრნენ.