22 დეკემბერი 2024,   15:26
ვრცლად
ხმა მივეცი მომავალს - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკუთარი არჩევანი მეუღლესთან ერთად დააფიქსირა, მისი განცხადებით, ხმა მომავალს და უკეთეს საქართველოს მისცა. 

"მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ სახელმწიფოს. სახელმწიფოს და ადამიანებს, რომლებმაც თავისუფლებისა და ღირსების ფასი იციან. მე მივეცი ხმა ისეთ საქართველოს, რომელიც დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე გუშინ იყო და ხვალ კიდევ უფრო უკეთესი იქნება. მე მომავალს მივეცი ხმა," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები