ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან რამდენჯერმე გაისროლეს. ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 5 გასროლა გაიგეს, შემდეგ კი გვირაბის ტერიტორიაზე ტყვიის 3 მასრა იპოვეს.
ამ ეტაპზე, ტერიტორიაზე სამართალდამცველები იმყოფებიან და ადგილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სროლის მიზანი მათი დაშინება იყო.