პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, რომელმაც ინფიცირების მიუხედავად პაციენტები, მარტო, ვირუსთან ბრძოლაში არ დატოვა, დღეს საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
ლევან რატიანი "კურიერთან" ინტერვიუში ამბობს, რომ სამკურნალო საშუალება ვირუსი წინააღმდეგ არ არსებობს.
მკაცრი ზომების მიღების წინააღმდეგია და ოპტიმალურ შეზღუდვებზე საუბრობს ექსპერტთა ნაწილი, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, არ არის გამორიცხული მომავალი კვირიდან ტრასპორტის მოძრაობა შეიზღუდოს, არასურსათო მაღაზიები, სავარჯიშო და სატრენაჟორო დარბაზები კი დროებით დაიკეტოს.