19 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე კორონავირუსით გარდაიცვალა

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი, ლაზარე სამადბეგიშვილი 65 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით მას თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა.

ეპისკოპოსი ლაზარე (ერში დიმიტრი ნიკოლოზის ძე სამადბეგიშვილი) დაიბადა 1955 წლის 20 აგვისტოს. იგი 1982 წლის 7 მარტს ხელდასხმული იქნა დიაკვნად, ამავე წლის 21 მარტს – მღვდლად.

მოგვიანებით აღიკვეცა მონაზვნად და არქიმანდრიტის წოდებით მრავალი წელი მსახურობდა საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ექსარქიაში. 2014 წლის 11 ივნისს მოხდა მისი ქიროტონია ეპისკოპოსად და დადგინდა საქართველოს საპატრიარქოს გერმანიისა და ავსტრიის ექსარქიის მმართველ მღვდელმთავრად. 2016 წლიდან დაადგინეს ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსად.

 

დღის ამბები