"რუსთავი 2" იცავს ყველა სტანდარტს, შესაბამისად, უსაფრთხოების მიზნით, ეთერში არ გადაიცემა რეალურ დროში კადრები, სადაც სამართალდამცავების და სპეციალური დანიშნულების რაზმის განლაგება ჩანს.
ყველა კადრი, რომელიც ეთერში გავა, იქნება ჩანაწერი და არა პირდაპირი ეთერი.
შეგახსენებთ, რომ წერეთლის გამზრზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებული პირია შეჭრილი, რომელსაც 9 მძევალი ჰყავს აყვანილი.