22 დეკემბერი 2024,   22:50
ვრცლად
წერეთლის გამზირზე მდებარე საფინანსო ორგანიზაციაში მყოფმა მძევლების ნაწილმა შენობა დატოვა

წერეთლის გამზირზე მდებარე საფინანსო ორგანიზაციაში მყოფმა მძევლების ნაწილმა შენობა დატოვა.  BMC-ის ფილიალის შენობა სამმა მათგანმა დატოვა.  "კურიერის" ინფორმაციით, მომლაპარაკებელმა ორი მამაკაცის და ერთი ქალის გამოყვანა შეძლო. 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, სადაც თავდამსხმელი შეიჭრა, 9 მძევალი იმყოფებოდა. 

წერეთლის გამზირზე, ამ დროისთვის დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. მათ გზის სავალი ნაწილი აქვთ გადაკეტილი და მოქალაქეებს, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდებარე კორპუსებში ცხოვრობენ, გადაადგილების საშუალება დროებით შეზღუდული აქვთ.

საპატრულო პოლიციის უფროსის ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ერთი თავდამსხმელია შეჭრილი და მას 9 მძევალი ჰყავდა აყვანილი. 

დღის ამბები