22 ნოემბერი 2024,   19:05
ვრცლად
12 წლის მოზარდი ქარელის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს

12 წლის მოზარდი ქარელის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს. მოზარდმა მომხდარის შესახებ ოჯახის ერთ-ერთ წევრს აცნობა, რის შემდეგაც დაიწყო გამოძიება.

ამ დროისათვის უკვე გამოკითხულია მასწავლებელი, რომელიც ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

"არაფერი არ ყოფილა. პოლიცია იყო სკოლაში, დაათვალიერეს ვიდეო კამერები, მაგრამ არაფერი. 20 წელია ვმუშაობ, დამოკიდებულება მქონდა ისეთი, როგორც მასწავლებელი ბავშვთან. ან რატომ გახმიანდა ასე არ ვიცი, პოლიციაში მითხრეს, ტელეფონის ჩამორთმევაზე იყოო და სხვა არაფერი. საქმე 141-ე მუხლით ალბათ იმიტომ აღიძრა, რომ ბავშვს დავუყვირე,"- აცხადებს "კურიერთან" მასწავლებელი.

სკოლის დირექტორის თქმით, ადმინისტრაციამ კანონის შესაბამისად იმოქმედა და შესაბამისი უწყებებს დაუკავშირდა. მისივე განმარტებით, ადგილზე უკვე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა პოლიციას სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში საეჭვო არაფერი უნახავს. 

"არსებობს დოკუმენტი, სადაც გაწერილია რა ნაბიჯები უნდა გადადგას სკოლამ. კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით, სოციალურ სააგენტოს მივმართეთ და შინაგან საქმეთა სამინისტროს შევატყობინეთ. პოლიცია იყო სკოლაში, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ნახეს და იქ საეჭვო არაფერი აღმოჩნდა,"- აცხადებს ქარელის ერთ-ერთი სკოლის დირექტორი.    

დღის ამბები