18 აპრილი 2024,   12:41
ვრცლად
პრეზიდენტმა გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. 

განკარგულება სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად პარლამენტიდან ცოტა ხნის წინ გადაეგზავნა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა. დეპუტატებმა საქართველოს მთავრობა თითქმის უცვლელი შემადგენლობით 85 ხმით დაამტკიცა.

დღის ამბები