19 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
ზუგდიდში ავარია მსხვერპლით დასრულდა - ველოსიპედით მოძრავ მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა. მამაკაცი ველოსიპედით კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი და ველოსიპედი ერთმანეთს შეეჯახა.

გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები