22 დეკემბერი 2024,   19:57
ვრცლად
გახდა თუ არა საპატრიარქოში COVID 19 -ის გავრცელება ეპისტოლეს დაგვიანების მიზეზი - პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი თვითიზოლაციაშია

საქართველოს პატრიარქის მდივან-რეფერანტი, შორენა თეთრუაშვილი თვითიზოლაციაშია, თუმცა, მას კორონავირუსზე დადებითი პასუხი ჯერ არ მოსვლია - ამის შესახებ "კურიერს" პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ განუცხადა. მისივე თქმით, შორენა თეთრუაშვილს პატრიარქთან კონტაქტი არ ჰქონია, ხოლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

​ცისანა შარტავა საშობაო ეპისტოლეს დაგვიანებასაც შორენა თეთრუაშვილის ავადმყოფობას უკავშირებს და აცხადებს, რომ შეფერხება, შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. 

"იზოლაციაშია თვითონ და კარგად არის. არანაირი პრობლემა არ არის. ვინც მასთან კონტაქტში იყო, ერთად არიან იზოლაციაში. პატრიარქთან კონტაქტი არ ჰქონია. ვინაიდან ყველანი იზოლაციაში იყვნენ, თვითონ არ წერს პატრიარქი, ჩანაწერით და ამიტომ, მდივანი, რაღაც, ამის მოძებნაში გახანგრძლივდა და დღეს დამთავრდება ეს ყველაფერი და გასწორდება. ალბათ, ეპისტოლეს ბოლომდე წაკითხვა ვერ მოხერხდა,"- განაცხადა ცისანა შარტავამ.

შეგახსენებთ, რომ პირველად ქართული ეკლესიის უახლეს ისტორიაში საშობაო ეპისტოლე ლიტურგიაზე არ წაუკითხავთ. მოგვიანებით ითქვა, რომ საშობაო ეპისტოლე დღეს, საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდებოდა, თუმცა, ის ჯერაც არ გამოქვეყნებულა.  

დღის ამბები