30 დეკემბერი 2024,   21:06
ვრცლად
საზოგადოებას ვაძლევთ გარანტიას, რომ ამნისტია ქვეყანაში უსაფრთხოების დონეს არ გააუარესებს - არჩილ თალაკვაძე

ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ ამნისტიის კანონპროექტი დაბალანსებულია და როგორც საზოგადოების, ასევე მსჯავრდებულების ინტერესებსაც ითვალისწინებს. თავდაპირველად ამნისტია 2 500-ს მსჯავრდებულს ეხებოდა, საბოლოო შედეგის მიხედვით კი შეღავათი 10 000-ზე მეტ ადამიანს შეეხება.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამნისტიის პროექტი მიღებულ იქნა საუკეთესო ოქროს შუალედში. არჩილ თალაკვაძის თქმით, ათასობით ადამიანს მიეცემა ოჯახებში და საზოგადოებაში დაბრუნების საშუალება.

რაც შეეხება უსაფრთხოების დონეს, პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ამნისტია მართლწესრიგს არ დააზიანებს.

"ეს ამნისტია უნდა მიღებულიყო და მიღებულ იქნა იმ საუკეთესო ოქროს შუალედში, რომლითაც ერთის მხრივ ჩვენ ვაძლევთ ათასობით ადამიანს რესოციალიზაციის და საზოგადოებაში, ოჯახებში დაბრუნების საშუალებას, მეორეს მხრივ, საზოგადოებას ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაძლევთ იმის გარანტიას და პირობებს, რომ ეს ამნისტია ქვეყანაში უსაფრთხოების დონეს არ გააუარესებს და მართლწესრიგს არ დააზიანებს," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები