19 აპრილი 2024,   17:43
ვრცლად
შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში სიტუაცია სტაბილურია - სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის სიმონ გულედანის თქმით, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის, სტიქიის მხრივ სიტუაცია სტაბილურია და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

"გადაუღებელი წვიმის შედეგად მოსულმა უხვმა ნალექმა ხაშურსა და სურამში, სანიაღვრე არხში წყლის დონის აწევა გამოწვია, რის გამოც რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა. ადგილზე მუშაობენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, სამაშველო სამსახურისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის  სპეც. ტექნიკა.

ამ დროისთვის, ფაქტობრივად, ამოტუმბვის სამუშაოები  დასრულების ფაზაშია. გარდა ამისა, ქარელის მუნიციპალიტეტში დაიტბორა რამდენიმე მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე ნათესი კულტურები არ იყო და შესაბამისად ამ მხრივ ზარალი არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ ტერიტორია გეოგრაფიულად უხვ ტენიან ადგილასაა და საჭიროებს სადრენაჟო სისტემის მოწყობას. მიწის მფლობელებს შესაბამისი რეკომენდაცია უკვე მისცა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. ამ დროისთვის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში სიტუაცია სტაბილურია," - აცხადებს სიმონ გულედანი.

დღის ამბები