23 დეკემბერი 2024,   11:46
ვრცლად
ჩხოროწყუს ადმინისტრაციულ შენობას პოლიცია იცავს - შეკრებილები მერის გადადგომას ითხოვენ

ჩხოროწყუს ადმინისტრაციულ შენობას პოლიცია იცავს. ადგილზე დილიდან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სხვადასხვა ორგანიზაციის წევრები შეიკრიბნენ.

პროტესტი მე-7კალესების იძულებას და დანაშაულებრივ კადრებს უკავშირდება, სადაც ჩანს, როგორ ალაგებინებენ მერიის საპირფარეშოს არასრულწლოვნებს.

უშედეგო აღმოჩნდა აქციის მონაწილეების მცდელობა, რომ შეხვედროდნენ ჩხოროწყუს მერს და პირადად მოესმინათ განმარტებები.

პოლიცია შეკრებილებს შენობაში არ უშვებს. იყო დაპირისპირებაც. 

"საქართველოს პატრონი აღარ ჰყავს. საქართველო არის უზურპირებული, ჩხოროწყუ კონკრეტულად, დათო გოგუას მიერ და რამოდენიმე თანააქტივისტების მიერ, რომლებიც მეფეებადაც თვლიან საკუთარ თავს. მე, ლია ჭითანავას და ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელს, მათ შორის, გაერთიანებულ ოპოზიციას, არ გვაძლევენ საშუალებას შევიდეთ საკრებულოს შენობაში. აქციის მონაწილეების სახით მივმართავთ ნინო ლომჯარიას, ჩამოვიდეს და ადგილზე გაეცნოს ვითარებას თუ რა ხდება სინამდვილეში ჩხოროწყუში,"-აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი რამაზ გულუა.

"რვა დღეა რეაგირება არ ყოფილა, არცერთი პასიხისმგებელი პირი არ არის დასჯილი. მიმდინარეობს ბავშვებისა და მშობლების დაშინება,"- აღნიშნა მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტი ოთარ შენგელია.

"ერთ-ერთ აქტივისტს, ამ მონებმა დაარტყეს ხელი, გაუსწორდნენ ფიზიკურად, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები თავს არიან გასულები და თავს ყველაფრის უფლებას აძლევენ. ამის გამო აუცილებლად აგებენ პასუხს,"- განაცხადა აქციის ერთერთმა მონაწილემ. 

 

დღის ამბები