23 დეკემბერი 2024,   02:04
ვრცლად
91 წლის ასაკში აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე გარდაიცვალა

91 წლის ასაკში აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ავრცელებს.

თამაზ გამყრელიძე იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (1974 წლიდან), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1964), ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების საპატიო წევრი (1971), ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი (2006), ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (WAAS) ნამდვილი წევრი (2007), თბილისის საპატიო მოქალაქე (2000).

2005-2013 წლებში თამაზ გამყრელიძე იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი. ამასთან, დღემდე ატარებდა აკადემიის საპატიო პრეზიდენტის ტიტულს.

დღის ამბები