"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ადა მარშანიამ პარტია დატოვა. მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა გადაწყვეტილება პარტიას ფეიბუკით ამცნო.
"ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ, რომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ," - წერს სოციალურ ქსელში ადა მარშანია.