ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში წერილს აგზავნიან და ხელისუფლებას პანდემიით დაზარალებული სექტორის დახმარებას სთხოვენ. ბიზნესსექტორი შეზღუდვების მოხსნას ითხოვს რესტორნებსა და სამთო კურორტებზე.
"ზამთრის კურორტების გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გაიხსნას მკაცრი რეგულაციების ფარგლებში. მნიშვნელოვანია რესტორნების შიდა სივრცეების გახსნა და ასევე შაბათ-კვირას შეზღუდვების მოხსნა.
უნდა გაგრძელდეს კომენდანტის საათიც, რაც უფრო ეტაპრობრივად მოხდება ეს ყველაფერი, ბიზნესს ამით სუნთქვას შევმატებთ,"-აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.
დღეს მთავრობას განცხადებით კერძო ბაღის წარმომადგენლებმაც მიმართეს და სთხოვეს საკოორდინაციო საბჭოზე დასწრება.
"მნათის" ხელმძღვანელი გიგი სისვაძე აცხადებს, რომ კერძო ბაღები დამოუკიდებლები არიან და არ ექვემდებარებიან ბაღების სააგენტოს.
მისი თქმით, საჯარო ბაღები გაცილებით მასშტაბურები არიან და სპეციფიკა სხვადასხვაგვარია.