23 დეკემბერი 2024,   04:47
ვრცლად
ნიკა მელია დააკავეს 

სამართალდამცველებმა ნიკა მელია დააკავეს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე პარტიის ოფისიდან სპეცრაზმმა გამოიყვანა.

სპეცრაზმელებმა იმ ოთახის შტურმი სადეს, სადაც ნიკა მელია სხვა ოპოზიციის ლიდერებთან იყო გამაგრებული. სპეცრაზმმა კარი შეამტვრია.  

მანამდე კი, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის გარე პერიმეტრზე სამართალდამცველებმა  ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს. 

ამ წუთებში, ენმ-ს ოფისთან, სამართალდამცველებსა და ნიკა მელიას მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებაა. არსებული ინფორმაციით, არიან სხვა დაკავებულებიც. 

დღის ამბები