23 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
ზუგდიდის ცენტრში მდებარე ოქროს ბირჟა დააყაჩაღეს - დამნაშავეები მიიმალნენ

ზუგდიდის ცენტრში მდებარე ოქროს ბირჟა დააყაჩაღეს. თვითმხილველების ინფორმაციით, წაღებულია ოქრო.

სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, სავაჭრო ცენტრში ორი ახალგაზრდა მამაკაცი ცოტა ხნის წინ შეიჭრა. ისინი, სავარაუდოდ, შეიარაღებულები იყვნენ, თუმცა, გასროლა არ ყოფილა.

დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ამ წუთებში, ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები.

დღის ამბები