19 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
ქობულეთის N 2 საბავშვო ბაღში პედაგოგის ინფიცირების გამო სააღმზრდელო პროცესი დროებით გადაიდო

ქობულეთის N2 საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგს კოვიდ -19 დაუდგინდა, რის გამოც ბაღში სააღმზრდელო პროცესი დღეს ვერ განახლდა.

როგორც ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, გეგმიური შემოწმების ფარგლებში, 596 თანამშრომელს ჩაუტარდა PCR კვლევა, რომელთაგან ინფიცირება მხოლოდ ერთ თანამშრომელს გამოუვლინდა.

ბაღის აღსაზრდელების მშობლები დროულად იქნენ ინფორმირებულები სააღმზრდელო პროცესის დროებით გადავადების შესახებ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დანარჩენ 28 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი ჩვეულებრივ, რეგულაციების დაცვით განახლდა.

დღის ამბები