ქალაქ გორის მიმდებარედ გორიჯვრის ტყეში ცხედარია ნაპოვნი. სავარაუდოდ ის 4 თვის წინ დაკარგულ 21 წლის ახალგაზრდას ეკუთვნის. ოჯახი გიორგი ნონიაშვილს გაუჩინარების დღიდან უშედეგოდ ეძებდა.
კამერების ჩანაწერების შესწავლის შემდეგ გამოძიება დაკარგულს სწორედ ამ მიმართულებაზე ეძებდა, თუმცა მისი პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
ოჯახი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. პირად საუბარში კი ამბობენ, რომ გარდაცვალების მიზეზის დადგენის იმედი ექსპერტიზისგან აქვთ.