23 დეკემბერი 2024,   11:01
ვრცლად
პარლამენტში ეროვნული უმცირესობების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე ეროვნული უმცირესობების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა.

საბჭო საქართველოში მცხოვრებ თექვსმეტ თემს აერთიანებს და მისი მთავარი მიზანი ორმხრივი, ეფექტიანი ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების სისტემური პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა იქნება.

"ეროვნული უმცირესობები ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს წარმოადგენენ. ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და ძალიან დიდი როლი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე.

საბჭო აქტიურად იმუშავებს ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდების დასაქმებისა და კულტურული მიმართულებებითაც.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა დღეს საბჭოს შექმნას მხარი ერთხმად დაუჭირა. კომიტეტმა დღესვე საკონსულტაციო საბჭოს დებულება და სამთვიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

დღის ამბები