ვაქცინაციის პირველი გვერდითი რეაქცია საქართველოში - უკვე ცნობილია, რომ ახალციხეში მომხდარი შემთხვევის მიუხედავად ქვეყანაში straZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაცია არ შეჩერდება.
ახალციხის რეგიონის "იმედის" კლინიკის ახალგაზრდა ექთნის მდგომარეობა, რომელიც AstraZeneca-ს პრეპარატით აცრის შემდეგ კომაში ჩავარდა მძიმეა. ის თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.
27 წლის ახალგაზრდა ქალს ვაქცინის გაკეთებიდან 15 წუთში ალერგიული/ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.
ეს არის პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია რომელიც საქართველოში COVID-საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან მეოთხე დღეს გამოვლინდა.
მომხდარი ფაქტის გამო, ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხეს, რომ შესაძლოა ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი დროებით შეჩერებულიყო, უწყებაში ვაცინაციის შემდეგ ჯანრთელობის მდგომარეობის დამძიმების პირველ ფაქტი ექსპერტთა ჯგუფმა განიხილა, თუმცა მას შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ AstraZeneca-თი ვაქცინაციის პროცესი საქართველოში კვლავ გაგრძელდება.
მინრტი თავის მხრივ ევროპის ევროპის წამლის სააგენტოს დასკვნას დაეყრდნო, რომელის მიხედვითაც EMA-მ ევროპას AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაციის გაგრძელება მოუწოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი რეაქცია იშვიათია და ყველა აცრას შეიძლება ახლდეს თან, ამბავი საგანგაშოა, რადგან COVID-19-ის ვაქცინის გვერდითი ეფექტები მსოფლიოსთვის მხოლოდ ახლა ხდება ცნობილი.
ცოტა ხნის წინ, კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასტრაზენეკას ვაქცინაციის შემდეგ ბრიტანეთში მამაკაცი გარდაიცვალა.